
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია 31 იანვარს თბილისში შეხვდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, ამის შესახებ ცნობას ავრცელებს სომეხთის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური.
მხარეებმა განიხილეს ორი ფედერაციის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და მჭიდრო ურთიერთობის შესაძლებლობები. კერძოდ, მიღწეული იქნა შეთანხმება მსაჯთა საკითხების ერთობლივი განხილვისა და მსაჯების გაცვლის შესახებ საშინაო ტურნირების შეხვედრების მომსახურებისთვის. შეხვედრის დროს მხარეები ასევე შეთანხმდნენ ერთიანი სპეციალური სისტემის შექმნის ირგვლივ, რომლის ფარგლებშიც მამაკაცთა გუნდები და ქალთა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები ჩაატარებენ ამხანაგურ მატჩებს.
31 იანვარს, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია თბილისში შეხვდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. სომხურ მხარეს წარმოადგენდნენ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არმენ მელიქბეკიანი,გენერალური მდივანი არტურ აზარიანი, სომხეთის ფფ-ის ელჩი ხორენ ჰოვჰანნისიანი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი კარენ შაბოიანი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წარმოადგენდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი.