ჩინეთის მოქალაქეებისათვის სომხეთში შემოსვლის უვიზო რეჟიმი დროებით შეჩერებულია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების უვიზო რეჟიმი შეჩერებულია 1 თებერვლიდან 31 მარტამდე, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო. როგორც “არმენპრესი ” იუწყება, ამის შესახებ ფეისბუქის თავის გვერდზეჩანაწერი განათავსა სომხეთის ვიცე პრემიერმა ტიგრან ავინიანმა.
„ძვირფასო თანამემამულენო, კოროვირუსის ეპიდემიის გათვალისწინებით, 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერებულია“, – წერს ავინიანი. ტიგრან ავინიანი არის სომეხთა რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის თავმჯდომარე. კომისიამ მოიწვია პირველი შეხვედრა, რათა განეხილა კოროვირუსით გამოწვეული ვითარება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს ჩინეთში კორონავირუსის გამოვლენა საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.