ეკონომიკამთავარი

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი არ აკმაყოფილებს მოლოდინს

სომხეთის გვერდის ავლით აშენებული  ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც მეზობელმა ქვეყნებმა დიდი ზეიმით გახსნეს 2007 წელს, დღეს ვერ ფუნქციონირებს მთელი თავისი შესაძლებლობით. ექსპერტები საქართველოში აღნიშნავენ, ეს იმის ბრალია, როცა  გეოპოლიტიკურ ინტერესებს  აყენებენ ეკონომიკურზე უფრო მაღლა.

რკინიგზის მშენებლობა, რომელიც სომხეთის მეზობელმა ქვეყნებმა  10 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყეს  და  ელოდნენ რომ  ის  „საუკუნის პროექტად“  გადაიქცეოდა,  ამჟამად რეალურად ახდენს 108  ათას ტონა ტვირთის გადაზიდვას. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, 775 მილიონი დოლარის სესხი, რომელიც საქართველომ მაშინ აიღო, ჯერ კიდევ დაფარული არ არის.

ეკონომისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იოსებ არჩვაძე „რადიოლურის“ კორესპოდენტთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს პროექტი მაგალთია იმისა, თუ რა ხდება, როცა  გეოპოლიტიკურ ინტერესებს ეკნომიკურზე მაღლა აყენებენ.  

”პროექტი ჯერ მხოლოდ  მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებს აკმაყოფილებს და საქართველო  ღებულობს მოგებას  სატრანზიტო გადასახადის იმ შემოსავლიდან, რომელიც გამოყენებული იქნება სესხების დაფარვისთვის. როგორც ჩანს პროექტის ეკონომიკური მომგებიანობა ძალიან გაურკვეველია, ”- დაასკვნა არჩვაძემ.

ვახტანგ ჩარაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, თვლის, რომ პროექტმა ისე დაიგვიანა, დღეისათვის უკვე არც ღირს ლაპარაკი საქართველოს ეკონომიკურ მოგებაზე.

რკინიგზის მარაბდა-კარწახის მონაკვეთის ხელმძღვანელმა, ლევან კანკავამ თქვა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა, მანამდე კი რკინიგზა საცდელ რეჟიმში იმუშავებს. მან გამოთქვა რწმენა, რომ თუ სომხებით  დასახლებული სამცხე-ჯავახეთის სარკინიგზო მაგისტრალი იმუშავებს  სრული შესაძლებლობებით, ეს ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას.

მისი თქმით, რკინიგზა გახდება თეორიული სტაბილურობის გარანტი არა მხოლოდ მონაწილე,  არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, ის სომხეთის წინაშეც გახსნის შესაძლებლობებს.

ნახეთ მეტი
Back to top button