რომელი ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოში სამუშაოდ

ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ტოვებს საქართველოს და მიემგზავრება საზღვარგარეთ, რომ უმუშევრობას თავი დააღწიოს. მაგრამ როგორც ჩანს უცხოელი მოქალაქეებიც ეძებენ სამუშაოს საქართველოში.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება შრომითი მიგრანტების რიცხვი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულები არიან მშენებლობაში, საბითუმო და საცალო ვაჭრობასა და ტურიზმის დარგებში.
უცხოური ინვენსტიციით შექმნილ საწარმოებში დასაქმებულები ძირითადად არარეზიდენტი პირები არიან.
2019 წელს საქართველოში 12,525 უცხოელი მოქალაქე მუშაობდა, რაც 828-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
BusinessPressNews– ს მიერ მოთხოვნილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს საქართველოში 11 697 უცხოელი მოქალაქე იყო დასაქმებული, ხოლო 2017 წელს – 11 402.
2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში სულ 106 ქვეყანის წარმომადგენლები მუშაობენ.. მათ შორის, ბურუნდის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, ერთი კოსტა რიკიდან , ერთიც ომანის სასულთნოს მოქალაქე.
წარმოგიდგენთ იმ ათ ქვეყანას, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი მუშაობს საქარველოში, სომხეთი ამ ჩამონათვალში მე-7-ე ადგიილზე დგას.
1. თურქეთი – 2 828; 2. აზერბაიჯანი – 1 433; 3. ჩინეთი – 1,411; 4. უკრაინა – 1 372; 5. რუსეთი – 1,14; 6. ირანი – 771; 7. სომხეთი – 495; 8. ინდოეთი – 390 ; 9. ყაზახეთი – 317.