
როგორც „არმენპრესი“ იტყობინება დასრულდა საერთაშორისო ტურნირი „პორტუგალია ოფენ“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 33 ქვეყნის 216 მოჭადრაკემ. მათ შორის 14 დიდოსტატმა. მონაწილეთა შორის იყო ალექსანდრე მოტილიოვი, რომელმაც 2014 წელს ერევანში ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
ტურნირში სომხეთს წარმოადგენდა გროსმაისტერი კარენ გრიგორიანი. ჩვენმა მოჭადრაკემ 6 გამარჯვება იზეიმა, 3 თამაში დაასრულა ყაიმით და 7,5 ქულით გახდა ტურნირის ერთპიროვნული გამარჯვებული.
რვა მოჭადრაკე,რომელთა შორისაცაა საფრანგეთიდან ჩვენი თანამემამულე ტიგრან ღარამიანი, გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ. გრიგორიანმა თავისი პირადი რეიტინგი 5 ქულით გააუმჯობესა.