მთავარისაზოგადოება

სომხეთმა მიიღო კორონავირუსის ლაბორატორიული ტესტები

სომხეთმა მიიღო კორონავირუსის ლაბორატორიული ტესტები. როგორც „არმენპრესი“  იუწყება, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა ჩანაწერი გააკეთა  სოციალურ ქსელში.

„ცოტა ხნის წინათ მივიღეთ ლაბორატორიული ტესტები კორონავირუსისთვის. ისინი ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. დღემდე არ გვყავს პაციენტი დაავადების ტიპიური სიმპტომებით, მაგრამ ამიერიდან საეჭვო შემთხვევებში გვექნება ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა, გარდა ამისა ყველა  ანტიეპიდემიური ღონისძიებებიც ჯეროვნად ხორციელდება“ -წერს არსენ თოროსიანი.

ახალი ტიპის კოროვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მთელ მსოფლიოში 14000-ს აჭარბებს. 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. პირველი სიკვდილი დაფიქსირდა ფილიპინებში, ჩინეთს გარეთ. გარდაცვლილი ჩინელი ინფექციის ეპიცენტრ ვუჰანიდან იყო.

სომხეთში შემოტანილია 200 ტესტი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უფასოდ გადასცა.

ნახეთ მეტი
Back to top button