პოლიტიკა

დაიკითხება სერჟ სარგსიანის ძმა? პასუხობს შირაქის პროკურორი

შირაქის რეგიონის პროკურორ კარენ გაბრიელიანის განცხადებით, საქმე 200 მილიონზე მეტი ფულის ბოროტად გამოყენებას ეხება.

ერევანი, Sputnik. ქალაქ გუმრიში ორგანიზაცია ,,გლენდელ ჰილზის“  მიერ განხორციელებული მშენებლობის დროს დაფიქსირდა დარღვევები. შირაქის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, შირაქის რეგიონის პროკურორმა კარენ გაბრიელიანმა განუცხადა ჟურნალისტებს.

პროკურორის განმარტებით, საქმე 200 მილიონზე მეტი ფულის ბოროტად გამოყენებას ეხება.

”სისხლის სამართლის საქმე წინასწარი გამოძიების პროცესშია. ის დაახლოებით 20 დღის წინ არიძრა და უკვე დაკითხა ბევრი ადამიანი, მათ შორის ის, ვინც ტელევიზიით აცნობა ამგვარი დარღვევების შესახებ. ჩვენ  შესაბამისი უწყებებიდან გამოვითხოვეთ შესაბამისი დოკუმენტები”, – აღნიშნა გაბრიელიანმა.

განცხადების თანახმად, თანხა 200 მილიონ დრამზე მეტია, მაგრამ პროკურორის განცხადებით, წინასწარი მონაცემები 200 მილიონს შეადგენს.

”ჩვენ გამოძიებით გავარკვევთ, თუ ვსაუბრობთ 200 მილიონზე მეტ ფულზე, შევაფასებთ 200 მილიონზე მეტი დრამის გაფლანგვას ან სხვა დანაშაულებრივ გამოვლინებებს,” – აღნიშნა გაბრიელიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაკითხავენ თუ არა ამ საქმით მესამე პრეზიდენტის  ძმას -ალექსანდრე (საშიკ) სარგსიანს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ,,გლენდელ ჰილსი“, განსაზღვრული ინდფორმაციით,  ამ უკანასკნელს ეკუთვნის, შირაქის საოლქო პროკურორმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველა დაიკითხება, მათ შორის, სერჟ სარგსიანის ძმა. ”გამოძიების მსვლელობისას, თუ აღმოჩნდება, რომ ვინმემ ბოროტება ჩიდინა, ბრალი წაეყენება. არ აქვს მნიშვნელობა ვისი ძმაა”, – აღნიშნა კარენ გაბრიელიანმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ალექსანდრე სარგსიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი თაღლითობის ბრალი ედებოდა.

სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულმა ალექსანდრე სარგსიანმა საკუთარი ნებით 19,600,000 აშშ დოლარი, რაც ეკვივალენტია 9506,000,000 სრ დრამის ოდენობით უსახსოვრა არცახის რესპუბლიკის თავდაცვის არმიას.

ნახეთ მეტი
Back to top button