პოლიტიკა

ვარდან ღუკასიანს დაკითხვაზე დაიბარებენ

“თუმო ” ცენტრის მიერ წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც დაიკითხება გიუმრის ყოფილი მერი, ეროვნული კრების დაჯგუფება ,,აღორძინებული სომხეთის” დეპუტატი ვარდან ღუკასიანი. ამის შესახებ სამშაბათს ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა შირაქის პროკურორმა კარენ გაბრიელიანმა.

”აღნიშნული საქმეებიდან ერთი აღიძრა თუმოს ცენტრის ხელმძღვანელი პერსონალის მოხსენების საფუძველზე, რომელშიც სადავოა ის ფაქტი, რომ არსებობს ტერიტორიები, შენობები, რომლებიც უკანონოდ გასხვისებულ იქნა სხვა პირებზე თქვენს მიერ ნახსენები მერის მიერ. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე და 314-ე მუხლებით. ანუ თანამდებობრივი პოზიციის ბოროტად გამოყენებით და თანამდებობრივი გაყალბების ჩადენის ფაქტით ”- აღნიშნა მან.

გაბრიელიანი აღნიშნავს: აღმოჩნდა, რომ შენობები იყო კუმაირის ნაკრძალში და მისი გადაცემის კანონზომიერების, დასაბუთების გასარკვევად დაინიშნა სასამართლო-ტექნიკური და სასამართლო-სასაქონლო ექსპერტიზა.

”ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ჰქონდათ თუ არა ამ შენობების გასხვისების უფლებამოსილება, და შეესაბამება თუ არა გასხვისებული შენობების ფასი იმ წელს შენობების ღირებულებას.  გადაცემისკანონზომიერების, დასაბუთების გასარკვევადდაინიშნა სასამართლო-ტექნიკური და სასამართლო-სასაქონლო ექსპერტიზა. საუბარია აგრეთვე ღუკასიანის ოჯახის კუთვნილ კაფე ,,ოაზის“-ზე.

პროკურორმა აღნიშნა, რომ ვარდან ღუკასიანი ჯერ დაკითხული არ არის. ”ჩვენ მოვიწვევთ მას დაკითხვაზე. მე ვნახე დარღვევები, ამის გამო ჩვენს მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მაგრამ ჩვენ საბოლოო შეფასებას გავაკეთებთ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნას მივიღებთ. შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ პირებისთვის ბრალის წარდგენის საკითხს. ჩვენ მივიღებთ დასკვნას, შემდეგ კი ბრალდებას წარვუდგენთ. ”

ნახეთ მეტი
Back to top button