მთავარისაზოგადოება
კორონავირუსის ტესტი უარყოფითია სომხეთში ჰოსპიტალიზირებული 6 პაციენტისთვის

სომხეთში ჰოსპიტალიზირებული 6 ეჭვმიტანილი პაციენტის ლაბორატორიულმა გამოკვლევამ უარყოფითი შედეგი უჩვენა როგორც კორონავირუსზე, ისე გრიპზე. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის ჯანმრთელობის სამინისტრომ.
”როგორც ადრე ავღნიშნეთ, ახალი კორონავირუსის ტესტები უკვე სომხეთშია. დღეისათვის, განხორციელდა 6 ეჭვმიტანილი ჰოსპიტალიზირებული პაციენტის ლაბორატორიული ტესტირება.
შედეგად, როგორც გრიპის, ისე კორონავირუსის მიმართ კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ მოუწოდებს საზოგადოებას, არ ჩავარდნენ პანიკაში და მიჰყვნენ ექიმების რჩევას, თავი შეიკავონ არაპროფესიული რჩევებისა და კომენტარებისგან”,- აღნიშნულია განცხადებაში.