მთავარისაზოგადოება

სომხეთში ხეების დარგვა დრონებით მოხდება

ნოვოსტი-სომხეთი.  სომხეთი შეიმუშავებს საკუთარ დრონს ხეების დარგვისა და ტყეების გაკონტროლების მიზნით, განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ვარდან მელიქიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2019 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ სომხეთში 10 მილიონი ხის დარგვა იგეგმება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მილიონობით ხეების დარგვა სიმბოლოა სომხური სახელმწიფოებრიობის დაახლოებით 10 მილიონი სომეხის ერთიანობას.

”ჩვენ ვიკვლევთ პროგრამის განხორციელების გზებს, მათ შორისაა ჩვენი სომხური დრონის შემუშავება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს გამწვანების პროცესში”, – აღნიშნა მელიქიანმა.

მისივე თქმით, ტექნიკური სპეციფიკაციები მუშავდება მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კერძოდ, სიტყვა ეხება ათობით და ასობით ათასი დოლარის ღირებულების მოწყობილობას, რომლებიც არა მხოლოდ იფრენს, არამედ “თესლსა და ნერგებს” ,,გაისვრის“.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მზა გადაწყვეტა, რომელიც დააკმაყოფილებს სამინისტროს მოთხოვნებს.

”ჩვენ ვაპირებთ ინოვაციური მიდგომების გამოყენებას არამარტო ხეების დარგვაში, არამედ მონიტორინგში, რაც ასევე მოითხოვს საინჟინრო გადაწყვეტილებებს, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ ის, რაც შეიძლება ფართომასშტაბიანი სამუშაოებისთვის, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ დარგვით”, -აღნიშნა მელიქიანმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკითხი შეიძლება გართულებული ჩანდეს, სავარაუდოდ, წინასწარი ვერსიებით ოქტომბრისთვის იქნება მზად.

ნახეთ მეტი
Back to top button