
საქართველოში სამუშაო ვიზიტის დროს, დიასპორის საკითხებში სრ მთავარი კომისარი ზარეჰ სინანიანი გაემგზავრა ახალციხეში და შეხვდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილს. ამის შესახებ იტყობინება დიასპორის უმაღლესი კომისრის კანცელარია.
ზარეჰ სინანიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ასეთი ვიზიტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სომხურ თემებთან შეხვედრისა და საჭირბოროტო საკითხების განხილვის თვალსაზრისით, არამედ ამგვარი შეხვედრებისა და გაცნობის თვალსაზრისით.
საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ჯავახეთში განხორციელებული რეფორმები, განათლების სისტემის დონის ამაღლებიდან დაწყებული და დამთავრებული გზების მშენებლობით და ინფრასტრუქტურის განახლებით.
საუბარი შეეხო ადგილობრივ სომეხთა ყოველდღიურ ცხოვრებას, განვითარების გეგმებს და სხვა თემებს. თანამშრომლობის მზადყოფნა გამოითქვა ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებში.
შემდეგ მთავარი კომისარი ექწვია N3 სომხურ სკოლას და წმ. გრიგორ განმანათლებლის ეკლესიას, შეხვდა ახალციხის სომხებს. დამსწრეებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის საჭირბოროტო საკითხები და მათი გადაჭრის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.