მთავარისაზოგადოება
ლარსის გზა დახურულია ყველა მანქანისთვის. რუსეთის მხრიდან 550 სატვირთო მანქანაა დაგროვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების განყოფილების და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის კრიზისების მართვის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი დახურულია ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან 550 სატვირთო მანქანაა დაგროვილი.
მძღოლებს ურჩევენ მანქანა მართონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით.