მალე სომხეთში მიიღებენ კორონავირუსის დიაგნოსტირების კიდევ 200 ტესტს

4 თებერვალს ვიცე-პრემიერის ტიგრან ავინიანის ხელმძღვანელობით ადგილი ჰქონდა სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის სამუშაოების საკორდინაციო უწყებათაშორისო კომისიის მორიგ სხდომას, ამის შესახებ ცნობას ავრცელებს ვიცე-პრემიერის ტიგრან ავინიანის ოფისი.
ტიგრან ავინიანმა აღნიშნა, რომ შეხვედრის განმავლობაში დაგეგმილია განხილული იქნას ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები. პრევენციული ზომები უკვე მიღებულია, მაგრამ დღეისათვის დღის წესრიგში დგას ჩინეთში მყოფი სომხეთის იმ მოქალაქეების გადმოყვანის საკითხი, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს სამშობლოში დაბრუნებისა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა წარმოადგინა ზოგადი ვითარება, ილაპარაკა საერთაშორისო პარტნიორებთან გაწეული მუშაობის შედეგებზე, ჩინეთში სომხეთის საელჩოს საქმიანობაზე, რომელიც სომხეთის მოქალაქეებს დახმარებას უწევენ სადღეღამისო გრაფიკით.
ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა მიმოიხილა განხორციელებული პროფილაქტიკური ზომები, ასევე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის ჩატარებული მუშაობის შედეგები. მან ასევე აღნიშნა, რომ მალე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან კიდევ 200 დიაგნოსტიკურ ტესტს მიიღებენ.
სხდომის დროს შესაბამის ინსტანციებს დაევალათ რაც შეიძლება მოკლე ვადაში იქნას გამოკვლეული თუ რა პრობლემები აქვთ ჩსრ-ში მყოფ სომხეთის მოქალაქეებს და რით შეიძლება მათი დახმარება.
სამშაბათის მდგომარეობით, ჩინეთში კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონიით 13 552 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათ შორის ქალქ უჰანიდან 13 522 , გარდაიცვალა 414, უჰანში 313.
განიკურნა 396 ადამიანი, 10 990 პაციენტი მკურნალობას აგრძელებს საავადმყოფოებში, 58 ათასი 544 ადამიანი იმყოფება სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ კორონავირუსის ეჭვით.