მთავარიპოლიტიკა

ძალადობა უნდა გამოირიცხოს. ფაშინიანმა გაიხსენა მისი შემოთავაზებული 6 ნაციონალური კონსენსუსი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც იგი იხსენებს  2019 წლის 6 აგვისტოს სტეფანაკერტში მის მიერ შეთავაზებულ  ეროვნულ კონსენსუსს, როგორც   პან-სომხური ეროვნული ერთიანობის   ქვაკუთხედსა  და ფორმულას. წარმოგიდგენთ სომხეთის  პრემიერ -მინისტრის ჩანაწერს:

„კონსენსუსი 1.  სრულიად  სომხურ ნებისმიერ საკითში უნდა გამოირიცხოს, ძალადობის რაიმე ფორმა.

კონსენსუსი 2. ხალხი და მათი თავისუფალი ნების გამოვლენა მმართველობის ჩამოყალიბების ერთადერთი გზაა. ხალხის ნების დამახინჯება ან დამახინჯების ნებისმიერი მცდელობა უნდა განიხილებოდეს, როგორც ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული საკითხი.

კონსენსუსი 3. სომხეთისა  და არცახის, სომეხი ხალხის  სუვერენიტეტი  უმაღლესი ღირებულებაა. ხოლო ყველა ძალა, რომელიც ცდილობს უცხო ძალების ჩართვას  სომხეთის საშინაო საკითხების გადაჭრისას, ყველა ის ძალა, რომელიც იმოქმედებს ჩვენს ქვეყანაში უცხოური ინტერესების წარმომადგენლად, იმსახურებს და მომავალშიც დაიმსახურებს სომეხი  ხალხისა და მისი ლეგიტიმური წარმომადგენლის  სომხეთის მთავრობის უარყოფით რეაქციას.

კონსენსუსი 4. სომხეთი და არცახი   უნდა გათავისუფლდეს  კორუფციისგან. კორუფციის ყველა ფორმა, მათ შორის კორუფციონერის მფარველობა, ხელოვნური მონოპოლიები და კონკურენციის  ხელოვნური ბარიერი უნდა აღმოიფხვრას. უნდა აღდგეს კორუფციული საქმიანობის შედეგად სახელმწიფოსა და ხალხისათვის  მიყენებული მატერიალური ზიანი.

კონსენსუსი 5. კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობა უნდა გახდეს ნაციონალური ურთიერთობების ღერძი. გარე ან შიდა ძალებზე დამოკიდებული სასამართლოს არსებობა  საფრთხეს უქმნის ეროვნულ  უსაფრთხოებას. სომხეთსა და არცახში სასამართლოები უნდა იყვნენ  დამოუკიდებელნი. ეკონომიკის, პოლიტიკის თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში გამორიცხული უნდა იყოს პრივილეგირებული ფენის, წრეების ან  ინდივიდების არსებობა.

კონსენსუსი 6. უმთავრესი კონსენსუსი  –  არცახის საკითხის დარეგულირებისათვის მოლაპარაკების მიზანი  უნდა გამომდინარეობდეს  არცახელი ხალხის თვითგამორკვევისა და უსაფრთხოებისადმი მიმართული არცახის განმათ ავისუფლებელი ბრძოლის შედეგების დაცვიდან.  მოლაპარაკებების პროცესში სომხეთისა და არცახის მთავრობისათვის მისაღები რომელიმე საკითხი მიღებულად ჩაითვლება  მხოლოდ სომეხი და არცახელი ხალხის მოწონების შემდეგ.  

ნახეთ მეტი
Back to top button