საზოგადოება

„27 ოქტომბრის“ საქმიდან გამოცალკევებულ ნაწილს ხელახლა გამოიძიებენ

27 ოქტომბრის  საქმისაგან გამოცალკევებულ საქმესთან დაკავშირებით, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი. ეს   ინფორმაცია „სპუტნიკი-სომხეთ“– თან საუბარში  დაადასტურა  სომხეთის  გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა არევიკ  ხაჩატრიანმა.

 პროკურატურამ „27 ოქტომბრის“  საქმეზე დააკმაყოფილა დაზარალებულის უფლებამონაცვლის,  ეროვნული ასაბლეის ყოფილი   დეპუტატის ანაჰიტ  ბახშიანის  ორი შუამდგომლობიდან ერთ-ერთი.  

ბახშიანს მეორე  თხოვნაზე, სისხლის სამართლის საქმის სხვა საგამოძიებო  ნაწილში    ეროვნული უსაფრთხოების სამსახურიდან განსაკუთრებულ საქმეთა გამოძიების სამსახურში გადატანის შესახებ, უარი ეთქვა.

”უარი  დასაბუთებული იყო იმით, რომ წარმოების განხორციელებს ეუს საგამოძიებო დეპარტამენტისათვის გადაცემის გადაწყვეტილება მთლიანად შეესაბამება  დაქვემდებარების წესებს.  გარდა ამისა აღინიშნა, რომ აცილება შეიძლება გამოეცხადოს გამომძიებელს და არა წარმოების განმახორციელებელ საგამოძიებო ორგანოს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 18 დეკემბერს ანაჰიტ ბახშიანმა მიმართა გენერალურ პროკურატურას, სადაც  მოითხოვდა, რომ 27 ოქტომბრის საქმიდან გამოცალკევებული საქმის ნაწილის შეჩერების  გადაწყვეტილება გაუქმებული იქნას და დაიწყოს საქმის  ხელახალი გამოძიება. ბახშიანის სარჩელი დაკმაყოფილდა. სისხლის სამართლის საქმის წარმოების  შეჩერების შესახებ საგამოძიებო ორგანოს 2004 წლის 11 ნოემბრის დადგენილება გაუქმდა და სისხლის სამართლის საქმის ხელახალი  გამოძიება დაევალა ეუს-ს.

ნახეთ მეტი
Back to top button