გაიზარდა სომხეთის საგარეო ვალი

სომხეთის საგარეო ვალი 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 5 მილიარდ 789.729 მილიონს. სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვალის მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო თვეებში საგარეო დავალიანება გაიზარდა.
ოქტომბრის თვეში საგარეო დავალიანებამ შეადგინა 5 მილიარდი 573.289 მილიონი აშშ დოლარი, ნოემბერში 5 მილიარდ 626.252 მილიონი აშშ დოლარი და დეკემბრის ბოლოს 5 789.729 მილიონი აშშ დოლარი. დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, დავალიანება გაიზარდა 163.477 მილიონი დოლარით.
სომხეთის საგარეო ვალიდან 5 მილიარდ 300.412 მილიონი აშშ დოლარია მთავრობის ვალი, დანარჩენი კი ცენტრალური ბანკის დავალიანება.თუ დრამებში გამოვსახავთ დეკემბრის ბოლოს სომხეთის სახელმწიფო ვალის მოცულობამ შეადგინა 3 ტრილიონ 513 მილიარდ 403,1 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 2 ტრილიონი 777 მილიარდ 332.9 მილიონი დრამი გარე დავალიანებაა.