მთავარისაზოგადოება

კორონავირუსული ინფექციის შესახებ სომხეთში რაიმე საეჭვო შემთხვევა არ დაფიქსირებულა: არსენ თოროსიანი

სომხეთის რესპუბლიკაში არ არის გამოვლენილი კორონავირუსული ინფექციის არცერთ საეჭვო შემთხვევა.  როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა განაცხადა 5 თებერვალს ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

„ხორციელდება ყველა აუცილებელი ანტისეპტიკური პროცედურა.  ჩვენ ყოველდღიურად ვავრცელებთ  ინფორმაციას ჩვენს ქვეყანაში არსებული საეჭვო შემთხვევებსა და მათ შედეგებზე. საბედნიეროდ, კორონავირუსული ინფექციის შესახებ რაიმე შემთხვევა  ჯერ არ დაფიქსირებულა, მათ შორის ლაბორატორიული ტესტირების გზითაც“.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button