მთავარისაზოგადოება

105 წლის იტალიელ სომეხს სურს სომხეთის მოქალაქეობის მიღება

105 წლის იტალიის მოქალაქეს ნურჰან ბოგოს იუსუფპოვიჩს  სურს გახდეს სომხეთის მოქალაქე.  ამის შესახებ განაცხადა პოლიციის საპასპორტო და სავიზო განყოფილების უფროსმა მნაცაკან ბიჩახჩიანმა.

„ბაბუა ნურჰანი დაიბადა 1915 წელს დასავლეთ სომხეთში, ის 105 წლისაა, არის  იტალიის მოქალაქე. მან გამოთქვა სურვილი, რომ მიიღოს სომხეთის  მოქალაქეობა და ატაროს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი. ჩვენ რასაკვირველია, განცხადება და სხვა საჭირო დოკუმენტები გამონაკლისის სახით მივიღეთ მასთან ბინაში, მისი ადმინისტრაციაში მოწვევის გარეშე. ჩვენ მას ვუსურვებთ ხანგრძლივ სისცოცხლესა და ჯანმრთელობას“,- თქვა ბიჩახჩიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button