საზოგადოება

2019 წელს სომხეთში 0-1 წლამდე ასაკის 224 ბავშვი დაიღუპა

2019 წელს სომხეთში 0-1 წლამდე ასაკის  224  ბავშვი დაიღუპა. 2018 წლის იმავე პერიოდში დაფიქსირებული  იყო  261 ახალშობილის გარდაცვალება. ამის შესახებ   ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გააკეთა   ჯანდაცვის  მინისტრმა  არსენ თოროსიანმა.

„2019 წელს სომხეთში დარეგისტრირდა ახალშობილთა და 5 წლამდე ბავშვთა  სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება“.

სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (0-1 წელი) 2019 წლისათვის ადგენს 6.2% (აბსოლუტური რაოდენობაა – 224) 2018 წლის  ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელია 7,1% (აბსოლუტური რაოდენობა  – 261). შესაბამისად, ასევე შემცირდა 0-5 ბავშვის სიკვდილიანობის მაჩვენებელიც,  2019 წელს შეადგინა   7,6 % (აბსოლუტური რაოდენობა – 276), 2018 წლის ამავე პერიოდის 8.7%-თან  შედარებით – (აბსოლუტური რაოდენობა  – 317).

ნახეთ მეტი
Back to top button