მთავარისპორტი

37 წლის ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი შეუერთდა სომხეთის გუნდს

37 წლის ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი შეუერთდა სომხეთის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრებს.

როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ  ინფორმაციას  ავრცელებს ფედერაცია. ათენის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის სამგზის ჩემპიონი, 97 კგ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჰაჯიმურაგაცალოვი  შეუერთდა სომხეთის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრებს.

გაცალოვმა სპორტული კარიერა 1993 წელს დაიწყო. ბოლოჯერ მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ნახეთ მეტი
Back to top button