მთავარიპოლიტიკა

დაუწესებს თუ არა აშშ სანქციებს საქართველოს – ფინანსთა მინისტრის კომენტარი

აშშის სამმა კონგრესმენმა წამოაყენა ინიციატივა საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის მოქალაქეების მიმართ ვალდებულებები დაირღვევა

,,სპუტნიკი საქართელოს“ ინფორმაციით,  ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, ასეთი კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით.

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ კონგრესმენ მარკვეინ მალინის ინიციატივას საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა შეეცდება აშშ-ის მოქალაქეების მიმართ აირიდოს ვალდებულებების ან კონტრაქტების შესრულება, კიდევ ორმა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი.

„ჩემი აზრით, სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა – არ არის სწორი ნათქვამი, რადგან არც დამდგარა სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში. როგორც ვიცი, არის რამდენიმე კონგრესმენის ინიციატივა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას არანაირი საფუძველი არ აქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მაჭავარიანმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ კონგრესმენების მიერ წერილებში გამოთქმული პრეტენზიები უსაფუძვლოა.

იანვარში საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის კონგრესმენებისგან რამდენიმე წერილი მიიღო, რომელშიც იყო მითითებული, რომ ბოლო სამ ათწლეულში ქვეყნის მიერ ნაჩვენები პერსპექტივების მიუხედავად, ბოლო დროის დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები საქართველოს იმიჯზე აშშ-ში ნეგატიურად აისახება.

ნახეთ მეტი
Back to top button