მთავარიპოლიტიკა

რეფერენდუმი დაინიშნება 5 აპრილამდე: ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ ხელმძღვანელი

„საკონსტიტუციო რეფერენდუმის პროექტი არ გადაეგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოს,” – ამის შესახებ  ჟურნალისტებს განუცხადა ფრაქცია ”ჩემი ნაბიჯის” ხელმძღვანელმა ლილით  მაკუნცმა.

„იგი  გადაეგზავნება პრეზიდენტს ხელმოწერისთვის“, – აღნიშნა მაკუნცმა.

კითხვაზე, არის თუ არა იმედი, რომ პრეზიდენტი ხელს მოაწერს, მაკუნცმა თქვა:

”დიახ, არსებობს ეს რწმენა. ყოველ შემთხვევაში, გვაქვს შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ეთანხმება  ფრაქცია  “ჩემი ნაბიჯის”   მიდგომას საკითხისადმი.

ლილით  მაკუნცმა აღნიშნა, რომ ის ძალაში 5 აპრილამდე შევა.

კითხვაზე, თუ რატომ არ უგდებს ყურს  მმართველი ფრაქცია ევროსაბჭოს პარლამენტთაშორისო ასაბლეის ვენეციის კომისიისათვის საჩივრით  მიმართვის მოწოდებას, მაკუნცმა აღნიშნა:

„ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი კრიტიკა არ ყოფილა, არამედ არსებობს წინადადება“.

დაკვირვებასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იქნა გაგზავნილი კანონპროექტი საერთაშორისო სტრუქტურებში პარლამენტში განხილვამდე, მაკუნცმა უპასუხა, რომ წარსულში ჩატარებული ყველა არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ იდგა, ხოლო 2018 წლის არჩევნები არსად არ გასაჩივრებულა“.

ნახეთ მეტი
Back to top button