ეკონომიკამთავარი

ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო დერეფნის მშენებლობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პროექტია. სურენ პაპიკიანი

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) დელეგაცია, ცენტრალურ და დასავლეთ აზიის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორის დონგ-სუი პიოს ხელმძღვანელობით. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

შეხვედრის დროს განიხილეს სომხეთში ADB–ის მიერ მხარდაჭერილი გზის მშენებლობის პროექტები. კერძოდ, ისინი შეეხნენ ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო დერეფნის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცედურებს, წარმოქმნილ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.

”ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო დერეფნის მშენებლობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პროექტია და აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც სომხეთისთვის, ისე რეგიონისთვის”, – აღნიშნა სურენ პაპიკიანმა.

მისტერ პიომ აღნიშნა, რომ ADB მზად არის დაეხმაროს მთავრობას ნებისმიერ საკითხში, პროგრამის ვადაში დასასრულებლად.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, უზრუნველყონ არსებული პროგრამების უწყვეტობა და ერთობლივად მიმართონ მასში წამოჭრილ საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ – სამხრეთის პროექტით 556 კმ მაგისტრალი ირანის საზღვრიდან საქართველოს საზღვრამდე გაგრძელდება, რაც სომხეთს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების სატრანზიტო ქვეყანად აქცევს.

ნახეთ მეტი
Back to top button