კულტურა

87 წლის ელდარ შენგელაიამ ახალი ფილმი გადაიღო

ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის კვალდაკვალ, ელდარ შენგელაია კიდევ ორი ფილმის გადაღებას გეგმავს, რომლებსაც საფუძვლად რეზო ჭეიშვილის ნოველები დაედება

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  ქართველმა რეჟისორმა, 87 წლის ელდარ შენგელაიამ ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმზე „ჭა“ მუშაობა დაასრულა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის დახურული ჩვენებაც ამ დღეებში გაიმართა, რეზო ჭეიშვილის მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული. შენგელაია-ჭეიშვილის შემოქმედებითი დუეტი მაყურებლისთვის პირველი არ არის. ასეთია ფილმები „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და ასევე ფილმი „სამანიშვილის დედინაცვალი“.

„თუ ფულს მოვიძიებ კიდე ორ ფილმს გადავიღებ, რომლებიც მაისისთვის გამოვა. რაც მთავარია, სამივე ფილმში ითამაშებს პაატა მოისწრაფიშვილი, რომელიც შეკრავს მათ“, – განაცხადა რეჟისორიმა.

ორივე ფილმი მოკლემეტრაჟიანი იქნება და მათაც რეზო ჭეიშვილის ნოველების მიხედვით გადაიღებენ.

პაატა მოისწრაფიშვილის გარდა, ფილმში მონაწილეობენ ნინელი ჭანკვეტაძე, ვასიკო ოდიშვილი, გიორგი გურგულია.

ფილმის სიუჟეტი ძველი თბილისის ერთ ქუჩაზე ვითარდება.  მეზობლები უკიდურესად შეწუხებული გამორბიან ეზოში, რათა გააჩერონ მუშები, რომლებიც ჭას თხრიან.

ფილმის გადაღებები რამდენიმე დღე გაგრძელდა. მსახიობების განმარტებით, პროცესი ძალზე საინტერესო იყო.

შენგელაიას სიტყვებით, ფილმი პოზიტიური, ქართული იუმორითა და სიმღერებით გაჯერებული  გამოვიდა.

ელდარ შენგელაიამ 87 წელი 26 იანვარს იზეიმა.

ნახეთ მეტი
Back to top button