ეკონომიკამთავარი

ვისთან ექნება საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა 2020 წელს

კვლევა ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დასრულდამალე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართება

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და იმავეს ელოდება ბრიტანეთის მხრიდან, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ჟურნალისტებთან.

ბრექსიტისამოქმედებამდე ჩვენ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ვაწარმოეთ, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და მოვახდინეთ ამ შეთანხმების რატიფიცირება. ახლა იმავეს ველოდებით ბრიტანეთის მხრიდან. ვფიქრობთ, დაახლოებით ერთი თვის ვადაში რატიფიცირება მოხდება. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს აღნიშნული პროცესის დროულად დასრულებას“, – განაცხადა არველაძემ.

რეფერენდუმიდან სამნახევარი წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობიდან გამოვიდა. ეს 31 იანვარს მოხდა.

გაერთიანებაში ქვეყანა 47 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა, ევროპაში სრული ინტეგრაცია ამ პერიოდში არ მოხდა: გაერთიანებულმა სამეფომ შეინარჩუნა თავისი ვალუტა და არ შევიდა შენგენში.

მალეინდოეთი

კვლევა ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დასრულდა – მალე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართება, ქვეყნები მოქმედებაზე გადასვლაზე შეთანხმდნენ, განაცხადა არველაძემ.

ქვეყნებმა შეთანხმებას კვლევის დაწყების შესახებ 2017 წელს მოაწერეს ხელი. კვლევამ აჩვენა, რომ თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსა და ინდოეთს შორის მხარეებზე – ეკონომიკურ კეთილდღეობასა და საქონელბრუნვაზე პოზიტიურად აისახება. ამას გარდა, შეთანხმება დადებით გავლენას მოახდენს ინვესტიციებზე და ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა, ასევე შექმნილია მოლაპარაკებების ჯგუფები ორივე მხრიდან, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვის თარიღის განსაზღვრას ელოდებიან.

ვინ იქნება შემდეგი

დასრულების სტადიაზეა კვლევა თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის შესახებ საქართველოსა და ისრაელს შორის, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

„მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ გადამუშავებას საჭიროებს, მისი პირველადი შედეგებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ის სასარგებლო იქნება საქართველოს ექსპორტისთვის ისრაელის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად”, – განაცხადა არველაძემ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველო წარმატებით ვაჭრობს თურქეთთან, რუსეთთან, აზერბაიჯანთან, ჩინეთთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, დსთ-ის ქვეყნებთან ა.შ.

ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნებთან (EFTA), თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან.

აქტიურად განიხილება მსგავსი შეთანხმების დადების შესაძლებლობა იაპონიასთან და აშშ-თან.

ნახეთ მეტი
Back to top button