მთავარიპოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმი 5 აპრილს გაიმართება

არმენპრესი: ეროვნული ასამბლეის მიერ 2020 წლის 6 თებერვალს საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის შესახებ რეფერენდუმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ეროვნული ასამბლეის სპიკერის მიერ 7 თებერვალს რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის წარდგენის შემდეგ, კონსტიტუციით რესპუბლიკის პრეზიდენტის ფუნქციები შემოიფარგლება მხოლოდ რეფერენდუმის დღის დანიშვნით.
როგორც “არმენპრესს” -ს განუცხადეს პრეზიდენტის პრესსამსახურში, რომ იხელმძღვანელა რა კონსტიტუციის 206-ე მუხლით, რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის 5 აპრილს დანიშვნის შესახებ.
ბრძანებულებაში ნათქვამია: ”ვიხელმძღვანელე რა კონსტიტუციის 206-ე მუხლით, აგრეთვე ”რეფერენდუმის შესახებ” საკონსტიტუციო კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, და საფუძვლად მივიღე რა 2020 წლის 6 თებერვლის  ”სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის ცვლილებების შესახებ პროექტის რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ ”აჟო-001-ნ”  გადაწყვეტილება, გადავწყვიტე:
1. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი დავნიშნო 2020 წლის 5 აპრილს.
2. ეს განკარგულება ძალაში შედის მისი ოფიციალური გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს”.

ნახეთ მეტი
Back to top button