ეკონომიკა

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის თავმჯდომარე მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთში საინვესტიციო გარემოს

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის თავმჯდომარე დიმიტრი პანკინი თვლის, რომ სომხეთში შექმნილი მაკროეკონომიკური სტაბილურობა, შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში  გადადგმული ნაბიჯები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ხელსაყრელია ინვესტორებისთვის. მსგავსი მოსაზრება პანკინმა გამოთქვა ერევანში, ცენტრალურ ბანკში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

”ჩვენ ძალიან ვაფასებთ ინვესტიციების გარემოს სომხეთში. სომხეთში მაკროეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ხელსაყრელია. ბანკის სხვა წევრ სახელმწიფოებთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სომხეთში. ეს არის ისეთი სტაბილური მაკროეკონომიკური სიტუაცია, რომელიც ყოველთვის სასიამოვნოა ინვესტორებისთვის ”, – თქვა მან.

პანკინმა ასევე აღნიშნა, რომ ის დადებითი ნაბიჯები, რომლებიც იდგმევა შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეკონომიკაში – კორუფციასთან ბრძოლა, თამაშის ნორმალური, ინვესტორებისთვის გასაგები წესების შექმნა ისეთივე სასიამოვნო და მოსახერხებელია უცხოელი ინვესტორებისთვის და ინვესტიციებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button