საზოგადოება

73 წლის შერი – მოდური ახალგაზრდა კამპანიის Dsquared2 სახე

Instagram-ის ფოტოზე 73 წლის მომღერალი პოზირებს სვიტერში, რომელსაც აწერია ICON. გადაღებები ეძღვნება Dsquared2-ს 25 წლის იუბილეს. სურათების ავტორები არიან მოდის ფოტოგრაფები მერტ ალასი და მარკუს პიგგოტი.

შერი (შერლინ სარგსიან) გახდა მოდური ბრენდის Dsquared2-ის გაზაფხული-ზაფხულის კამპანიის სახე პირველ სურათზე, რომელიც ბრენდმა გამოაქვეყნა თავის Instagram-ზე, აღნიშნავს esquire.ru.

73 წლის მომღერალი სვიტერში პოზირებს წარწერით ICON. შერისთვის ეს გადაღების იშვიათი, მაგრამ არა პირველი გამოცდილებაა სამოდელო კამპანიებში: მაგალითად, ის გადაღებულია მარკ ჯაკობსის კამპანიაში, რომელიც ეძღვნებოდა 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას.

Dsquared2, თავის მხრივ, ხშირად ეპატიჟება რეკლამებში გადასაღებად პირველი სიდიდის ვარსკვლავებს და სუპერმოდელებს  – მათი კამპანიების ბოლოდროინდელ გმირებს შორის არიან ნაომი კემპბელი და ბელა ჰადიდი.

ნახეთ მეტი
Back to top button