მთავარისაზოგადოება

პოლიციის რეიდი გეღარქუნიქის ოლქში

სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის პრეს-სამსახურიდან იუწყებიან, რომ  კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს, გეღარქუნიქის საოლქო სამმართველოს და დაქვემდებარებული ქვეგანყოფილებების მუშაკთა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა ეჭვით პოლიციის   გავარის, სევანის,  მარტუნის, ვარდენისის და ჭამბარაკის  განყოფილებაში მოიყვანეს  კრიმინალური სუბკულტურის მქონე და ამ სუბკულტურასთან დაკავშირებული პირები.

„ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა და მანქანების დათვალიერება.  აღმოჩენილი იქნა  დანები, ხელკეტები, ნარკოტიკების მსგავსი მასები და ა.შ. აღმოჩენილი ნივთები ამოღებული იქნა და  გადაიგზავნა ექსპერტიზისათვის“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

სპეციალური ღონისძიების დროს ასევე აღინიშნა არალიცენზირებული პისტოლეტების  და ყუმბარების ნებაყოფლობითი ჩაბარება.

ნახეთ მეტი
Back to top button