რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, როდის გახდება შესაძლებელი საქრთველოსთან საჰაერო კომუნიკაციებზე საუბარი

საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო კომუნიკაციის აღდგენა შესაძლებელი იქნება თბილისში ანტირუსული კამპანიის დასრულების შემდეგ , მას შემდეგ რცა რუსეთის უსაფრტოების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, „რია ნოვოსტისთან“. როგორც რუდენკომ გაიხსენა, 2019 წლის ივლისში ფრენების აკრძალვა დროებითი სააღსრულებო ღონისძიება იყო, რომელსაც მოსკოვმა უნდა მიმართა ძლიერი ანტირუსული პროვოკაციის საპასუხოდ, რომელიც თბილისში მოხდა 2019 წლის ივნისში.
„მისი გაუქმების შესახებ ლაპარაკი იქნება შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, როც საქართველოში სიტუაცია გახდება სტაბილური, შეწყდება ანტირუსული პროვოკაციები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში არ იქნება“, – თქვა რუდენკომ.
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებას, და დასძინა, რომ ტურისტული უსაფრთხოების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არსებობს.