მთავარისაზოგადოება

შენს გვერდში ვართ ჩინეთო: სომხურმა სათვისტომომ ჩინეთის მხარდამჭერი ვიდეო გამოაქვეყნა

ჩინეთის სომხურმა სათვისტომომ გაავრცელა ჩინელი ხალხის მხარდამჭერი  ვიდეო, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან. ფილმში, ჩინეთში, ჰონგ კონგსა და სომხეთში მცხოვრები სომხები ხაზს უსვამენ ჩინეთისადმი სიყვარულს და დარწმუნებულნი არიან, რომ ქვეყანასა და მის ხალხს შეუძლია კოროვირუსების გადალახვა. ისინი იყენებენ ფრაზას “Jia You”, რომელიც შეიცავს მხარდაჭერის გზავნილს.

ვიდეო  მისი ფეისბუქის გვერდზე განათავსა  ჩინეთისა და ჰონგ კონგის სომეხტა სათვისტოს თავმჯდომარემ  და ჰონგ კონგის FinTech ასოციაციის თავმჯდომარე, ჰენრი არსლანიანმა.

როგორც ის წერს  იგი ამაყობს ჩინეთის სომხური საზოგადოებით იმით, რომ  ისინი  გევრდში უდგანან ჩინეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამასტან დაკავშირებით ვიდეოფირიც კი გამოაქვეყნეს.

არსლანიანი ასევე სიტყვით გამოდის ვიდეო ფირში და ამბობს:  ”ძვირფასო ჩინელო მეგობრებო, ვიმედოვნებ, რომ თქვენ იცით, რომ ამ რთულ პერიოდში ჩვენი სომეხი სათვისტომო და მთელი მსოფლიოს სომეხები ყოველთვის იქნებიან თქვენთან ერთად, დაგეხმარებიან”, – ამბობს ის.

ჩინეთი რამდენიმე კვირაა ებრძვის კორონავირუსს, რომელიც არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, შეიწირა ათასობით ადამინის  ციცოცხლე.

ჩინეთში, 2019-nCoV ვირუსით გამოწვეული პნევმონიის მსხვერპლთა რიცხვი ერთ დღეში გაიზარდა 108-ით, სულ 1,016 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 4000 გამოჯანმრთელდა. 11 თებერვლის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფექციების რაოდენობამ 42 ათას 638 მიაღწია.

ნახეთ მეტი
Back to top button