მთავარისპორტი

The Sun: „რომა“ არ აპირებს 23 მილიონი ევროს გადახდას ჰენრიხ მხითარიანისათვის

სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს დატოვებს რომას. იტალიური კლუბი არ აპირებს გადაუხადოს 31 წლის ფეხბურთელს ლონდონის “არსენალის” მოთხოვნილი 23 მილიონი ევრო, იუწყება The Sun-ი.

ესპანეთის კლუბის მთავარი მწვრთნელის  მიკელ არტეტას გეგმებში ჰენრიხ მხითარიანს ადგილი არ აქვს და „არსენალი“  ზაფხულში  ფეხბურთელის გაყიდვას შეეცდება. მხითარიანის  ხელშეკრულება არსენალთან იწურება მომდევნო სეზონში.

მხითარიანი „არსენალში“ გადავიდა 2018 წლის იანვარში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 34 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

მიმდინარე სეზონში, მხარიანმა ითამაშა 10 მატჩში, გაიტანა 4 გოლი და შეასრულა 1 საგოლო გადაცემა.

ნახეთ მეტი
Back to top button