მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიალში

არმენპრესი: პრემიერ – მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 13-15 თებერვალს ეწვევა. ამის შესახებ “არმენპრეს” -ს აცნობეს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.

ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრი ბერლინში შეხვდება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს. ორი ქვეყნის ლიდერები გააკეთებენ განცხადებებს მედიის წარმომადგენლებისთვის. ნიკოლ ფაშინიანი ასევე შეხვდება ბუნდესტაგის პრეზიდენტ ვოლფგანგ შოიბლეს.

სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ფრიდრიხ ელბერთის ფონდში მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის სამეცნიერო და ექსპერტულ წრეებს.

14 თებერვალს პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი გაემგზავრება მიუნხენში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალურ გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის არაერთი ორმხრივი შეხვედრა.

ნახეთ მეტი
Back to top button