ეკონომიკამთავარი

ტიგრან ავინიანის ხელმძღვანელობით განხილული იქნა სომხეთის 2020-2013 წლეების ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების პროგრამა

სომხეთის  ვიცე პრემიერის  ტიგრან ავინიანის ხელმძღვანელობით განხილული იქნა  სომხეთის 2020-2013 წლეების ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების პროგრამა.

როგორც „არმენპრესს“ აცნობეს სომხეთის ვიცე პრემიერის ტიგრან ავინიანის ოფისში, ტიგრან ავინიანმა აღნიშნა, რომ  სომხეთის რესპუბლიკაში ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნისა და ინევსტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ავტორიტეტული მომხსენებლების  შეფასება, რადგან ისინი საშუალებას იძლევიან შეფასებული იქნას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები.

კერძოდ, ის შეეხო მსოფლიო ბანკის  მოხსენებას „ბიზნესი -2020“ , სადაც სომხეთი 190 ქვეყანათა შორის 47-ე ადგილზეა.

2018-2019 წწ ბიზნეს რეგულირების მასშტაბის გასაუმჯობესებლად არაერთი რეფორმა განხორციელდა. კერძოდ, ბიზნეს – ანგარიშის დასკვნის თანახმად, სომხეთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოახდინა ქონების აღრიცხვის, გადასახადის გადახდის, საგარეო ვაჭრობისა და ელექტროენერგიის მიწოდების სფეროებში. ამის მიუხედავად, სომხეთის პოზიცია ბიზნეს 2020-ის ანგარიშში ჩამორჩენილია ბიზნეს 2019-ის ანგარიშთან შედარებით. ამის ერთ – ერთი მთავარი მიზეზი არის ინდექსის  „მცირე ინვესტორების დაცვა“ პოზიციის ვარდნა (51 – დან  ჩამოვიდა 120 – ზე), რაც გამოწვეულია მსოფლიო ბანკის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებით. გარდა ამისა, სომხეთის პოზიცია “მშენებლობის ნებართვების” და “ხელშეკრულებების შესრულების” თვალსაზრისით საკმაოდ დაბალია.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიური სიახლეების მიუხედავად, ბიზნესგარემოს რეფორმები უნდა განხორციელდეს ისეთი პროგრესული გზით, რომ ყოველწლიურად მოხდეს პოზიციების გაუმჯობესება.

სომხეთის ბიზნესგარემოს გაუმჯობესების 2019 წლის სამოქმედო გეგმა შედგებოდა 51 ღონისძიებისაგან, რომელთაგან 26 განხორციელდა, აქედან 6 ჯერ არ დაწყებულა, ხოლო 19 მიმდინარეობს. ტიგრან ავინიანმა აღნიშნა, რომ განყოფილებები უფრო ფრთხილად და თანმიმდევრულად უნდა მოეკიდონ ზომების მიღებას, ხოლო ობიექტური მიზეზების გამო ტემპს შეანელებენ და არ გააკეთებენ თავიანთ საქმეს, პასუხს აგებენ.

განხილვის მსვლელობისას დეტალური მითითება გაკეთდა 2020-2023 წლებში. ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის მიმართულებით,  რომელიც მოიცავს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან მოქმედებებს, რაც გამოიწვევს ბიზნესისა და ინვესტიციის გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ვიცე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა  გაერთიანებული და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროგრამის განხორციელებისაკენ მიმართული საქმიანობა უნდა იყოს  დროული  და ხარისხიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button