პოლიტიკა

კარასინი: რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს

რუსეთი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, რომელიც თბილისში 2020 წლის მაისში უნდა გაიმართოს, მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას RT  ავრცელებს.

როგორც გამოცემა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გრიგორი კარასინზე დაყრდნობით წერს, დელეგაციის შემადგენლობა ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 14-15 მაისს გაიმართება.

კარასინმა დაამატა, რომ იგი სხდომის ჩატარების სირთულეს მიიჩნევს “ხელოვნურ პრობლემად”.

საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას უმასპინძლებს.

შეხვედრა საქართველოში განპირობებულია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობით.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი თბილისში დაიწყო 2019 წლის ზაფხულში, როდესაც ქართველმა ოპოზიციამ და რადიკალებმა შეაფერხეს მართლმადიდებლობის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, რომელსაც სახელმწიფო დუმის მოადგილე სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობდა.

ნახეთ მეტი
Back to top button