მთავარისაზოგადოება

ლარსის ალტერნატივა ახალი გზის გაყვანაა: სურენ პაპიკიანი

სანამ  სომხეთი განაგრძობს ზემო ლარსის ალტერნატიულ მარშრუტებზე მსჯელობას, მათ შორის შავი ზღვის პორტზე საკუთარი ბორანის ქონების   საკითხს, აფხაზეთის  სარკინიგზო მაგისტრალის შესაძლო  გახსნას, რაც ალბათ საქართველოში ნაკლებად სავარაუდოა პოლიტიკური მიზეზების გამო,  უკვე განიხილება ლარსის მარშრუტის ალტერნატივა.

სომხეთის  ტერიტორიული მართვისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანი შეეხო სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ სახმელეთო გზის საკითხს, სადაც ქარბუქის  მიზეზით კვლავ მრავალი მანქანაა ჩახერგილი საქართველოს მონაკვეთზე. მან აღნიშნა:

”სინამდვილეში, პრობლემა ახალი არ არის. ალტერნატივა არის ახალი გზის  გაყვანა  ანუ  უნდა შეიქმნას საქართველოს  რუსეთთან დამაკავშირებელი უფრო ხელმისაწვდომი და გამშვებუნარიანი  გზა. ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ ორი ქვეყნის წარმომადგენლები.  9 კილომეტრიანი გვირაბი არამარტო დააჩქარებს რუსეთის ფედერაციაში გადასვლას, არამედ უფრო გაფართოვდება,  რაც მანქანებს საშუალებას მისცემს შემოუარონ თოვლიან გზას, რომელიც დღეს ასე აფერხებს მოძრაობას. ”

სიტყვა ეხება  ზემო ლარსის გადამკვეთ  ყველაზე რთულ მონაკვეთს, რომელიც  შეიცვლება 22,7 კმ სიგრძის მოასფალტებული გზით,  გაიხსნება 6 ხიდი, 5 გვირაბი, მათ შორის  ერთ-ერთი 9 კილომეტრიანი, რომელიც საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება.  სხვათა შორის, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან ამ გზის მშენებლობისათვის მწვავე კრიტიკას დაექვემდებარა.

როგორც „რადიოლური“ აქვეყნებს,  ეკონომიკის ექსპერტმა,   ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის  ყოფილიმა  მრჩეველმა  გია ხუხაშვილმა,  რომელიც დღეისათვის უფრო ოპოზიციურადაა განწყობილი ინტერვიუში განაცხადა, რომ  ამ გზის აშენება უფრო მომგებიანია, ერთი და იგივე ეკონომიკურ  სისტემაში მყოფ რუსეთისა და სომეხთისათვის. „ამიტომ, მსურს სომხურმა მხარემ მონაწილეობა მიიღოს პროექტში, რადგან სომხეთისათვის  ეს გზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოსთვის .”

რომან გოცირიძემ, ოპოზიციური  პარტია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ „ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა დახარჯოს უზარმაზარი თანხა სომხეთ-რუსეთის ტრანზიტის  უზრუნველსაყოფად“.

მინისტრი პაპიკიანი კი ირწმუნება, რომ ეს საკითხი საქართველოსა და რუსეთის გადასაწყვეტია.  ”ჩვენ უბრალოდ ხშირად შეგვიძლია ვიკითხოთ, დავინტერესდეთ.; სომხეთი მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანაა“.  

საქართველოს  ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ტერიტორიული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  მაია ცქიტიშვილმა  „რადიოლურის“ კორპოდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ „ ეს საქრთველოსათვის  მეტადმნიშვნელოანი პროექტია“.

”ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საერთაშორისო ავტომაგისტრალის მშენებლობას როგორც ლარსში, ასევე სადახლოში. საქართველოსთვის არსებობს მნიშვნელოვანი გზები, რომელსაც ჩრდილოეთ – სამხრეთის პროგრამას ვუწოდებთ. ამრიგად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები, პროექტები და სამუშაოები ხორციელდება ქართული მხარის მიერ. ”

პროექტს საქართველოს მთავრობასთან ერთად აფინანსებს  რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს გზა არის მნიშვნელოვანი  არა მარტო   სომხეთისა და ჩვენი პარტნიორებისთვის, არამედ  ეს არის საქართველოსათვის დამატებითი  სავაჭრო ბრუნვისა და ტურიზმის  განვითარების საშუალებაც.

ნახეთ მეტი
Back to top button