მთავარიპოლიტიკა

სურენ პაპიკიანმა და მაია ცქიტიშვილმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი

არმენპრესი: სრ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანი, საქართველოში შეხვდა საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრს, ტერიტორიული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს.
როგორც “არმენპრეს” – ს აცნობეს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი მეგობრული ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულების აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი, კერძოდ, მხარეები შეეხნენ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმების განხორციელებისას მიღებული ზომების ეფექტურობას, თემების გაერთიანების და დეცენტრალიზაციის შესაძლებლობებს, ასევე გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობებს ნარჩენების მართვაში, ნაგავსაყრელის მართვაში, მდინარე დებედზე სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტთან ახალი ხიდის მშენებლობას.
შეხვედრის დაწყებისას, საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ტერიტორიული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრ პაპიკიანს ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი დონის კონტაქტები საშუალებას იძლევა კიდევ უფრო გაღრმავდეს სომხურ-ქართული ურთიერთობები. ”არსებობს მთელი რიგი საკითხი, რომლებიც ექვემდებარება საერთო გადაწყვეტას და მოითხოვს ჩვენი უწყებების ერთად კოორდინირებულ მუშაობას”, – განაცხადა ქართველმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მინისტრმა სურენ პაპიკიანმა უპირველეს ყოვლისა მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისათვის და განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის, ხაზი გაუსვა სომხეთისთვის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ”სტრუქტურისა და უფლებამოსილების თვალსაზრისით, ჩვენს უწყებებს ბევრი რამ აქვთ საერთო. სომხეთში მიმდინარე რეფორმების ამ ეტაპზე ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილება ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ინიციატივებში”, – აღნიშნა სურენ პაპიკიანმა. ამავდროულად, მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონალურ განვითარებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროგრამების ჰარმონიზაციას და საერთო დღის წესრიგით სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
მინისტრ პაპიკიანის საუბარი შეეხო სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტზე, მდინარე დებედის ხიდის პროექტს. მან პარტნიორების ყურადღება გაამახვილა ხიდის მშენებლობის პროცესზე და ხაზი გაუსვა ორმხრივი ჩართულობის გაღრმავების და პროექტის დამტკიცების პროცესის დაჩქარების აუცილებლობას.
გულთბილი და პირდაპირი საუბრის დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთსაიმედო ატმოსფეროში ურთიერთობების მუდმივ განვითარებასა და გაფართოებას არსებული პოტენციალის უფრო ეფექტურად გამოყენების გზით.

ნახეთ მეტი
Back to top button