მთავარიპოლიტიკა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 641.000 აშშ დოლარს გამოყოფს სომხეთში “დემოკრატიის კულტურის” განსავითარებლად

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომითი ურთიერთობების ბიურო გეგმავს 641,000 დოლარზე მეტი გამოყოს სომხეთში “დემოკრატიის კულტურის” განვითარებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საგსარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

”ამ პროგრამის მიზანია სომხური სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება დეზინფორმაციის გამოსავლენად, მისი გავრცელების ჩახშობისთვის და მისი გავლენის შესამცირებლად”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში.

პროგრამის ფარგლებში, სპეციალისტებს შეუძლიათ სომხეთის მოქალაქეებს ასწავლონ ინფორმაციის უსაფრთხოების საფუძვლები, რათა მათ შეძლონ თავი დაიცვან კიბერ შეტევებისგან. აგრეთვე პროგრამის ერთ – ერთი ასპექტი შეიძლება იყოს ადგილობრივი მედიის მიმართ თვალყური და მონიტორინგი, სინამდვილესთან არაშესაბამისი მონაცემების არსებობის შესამოწმებლად.

სავარაუდოა, რომ პროგრამა მიმართული იქნება “დეზინფორმაციის შესახებ სომეხი საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლებაზე და მის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტებზე”.

პროექტი გაგრძელდება 18-დან 24 თვემდე, ხოლო გრანტის ზუსტი ოდენობა იქნება 641.975 აშშ დოლარი.

ნახეთ მეტი
Back to top button