ეკონომიკამთავარი

იანვარში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებმა 633 ათასს გადააჭარბა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.8 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება უშუალოდ ტურისტულ ვიზიტებს, სამინისტროს ინფორმაციით, ზრდამ 18.9 პროცენტი შეადგინა.

უწყების ცნობით, მზარდია ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა. იანვარში ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია 133.1 პროცენტით, პოლონეთი 82.9, საფრანგეთი 46.8, ხოლო ლიეტუვა 43.7 პროცენტით.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close