მთავარისაზოგადოება

ლარსის გზა დაკეტილია მხოლოდ მისაბმელიანი სატვირთო მანქანებისთვის. რუსული მხრიდან დაახლოებით 1000 სატვირთო მანქანაა დაგროვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების განყოფილების და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის კრიზისების მართვის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი მხოლოდ მისაბმელიანი სატვირთო მანქანებისთვის არის დაკეტილი.

რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის კრიზისების მართვის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მხრიდან დაახლოებით 1000 სატვირთო მანქანაა დაგროვილი.

მძღოლებს ურჩევენ მანქანა მხოლოდ ზამთრის საბურავებით მართონ.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close