საზოგადოება
საქართველოში სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

არმენპრესი. თბილისიდან-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ჩქაროსნულ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, ამის შესახებ ,,სპუტნიკი საქართველოს“ აცნობეს საქართელოს შსს საგანგებო სიტუაციების სამმართველოში, იუწყება ,,არმენპრესი“.
შემთხვევა სადგურ აბაშაში მოხდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
,,დაკვამლიანობა დაიწყო ჩქაროსნული მატარებლის პირველ ვაგონში. ყველა მგზავრი გამოყვანილ იქნა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“,-აღნიშნა საგანგებო სიტუაციების სამმართველოს თანამშრომელმა.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.