მთავარისაზოგადოება

სომხეთმა უარი თქვა მოწევაზე: როდის და სად აიკრძალება მოწევა

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი “თამბაქოს ნაწარმისა და მათი შემცვლელების მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის ზიანის შემცირებისა და პრევენციის შესახებ”.

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს თამბაქოს მოხმარების აკრძალვას შენობაში, დაწესდება შეზღუდვები მოწევაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საავადმყოფოებში, პოლიკლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებში, საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებში და საბავშვო მოედნებზე.

თუ ავტომობილის მძღოლი მოძრაობის დროს ეწევა სიგარეტს ან სხვა სახის თამბაქოს შემცვლელს, მაშინ მას ჯარიმა ეკისრება მინიმალური ხელფასის 10-ჯერადი ოდენობით.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია  გარკვეული წესები რეალიზაციისთვის, ასევე შემოდის შეზღუდვები თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებაზე.

აკრძალულია მოწევა ყველა კვების ობიექტში, მათ შორის ღიაში.

ამასთან, სიგარეტის კოლოფზე ტექსტის ზომა, რომელიც აფრთხილებს მოწევის საფრთხის შესახებ, უნდა შეადგენდეს შეფუთვის ფართობის 30%. ყველა სიგარეტი გაიყიდება ერთნაირ შეფუთვაში.

კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, მოწევა აიკრძალება სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ახალგაზრდული სპორტული ორგანიზაციების ტერიტორიაზე. აკრძალულია მოწევა სათამაშო მოედნების, კულტურული ობიექტების სიახლოვეს, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების შენობებში და იმ ადგილებში, სადაც მოწევა აკრძალულია ხანძრის უსაფრთხოების წესების შესაბამისად.

კანონი ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების მომენტიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close