მთავარისაზოგადოება

შემოდგომაზე ბერლინში გაიხსნება თუმო-ს სომხური ინოვაციების ცენტრი – მერკელი

გერმანიის კანცლერი 2018 წელს ეწვია ერევანში მდებარე   ცენტრს ,,თუმოს” და მაშინაც კი მას ის ძალიან მოეწონა.

ერევანი, 13 თებერვალი – Sputnik. კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი თუმო”  ამ წლის შემოდგომაზე გაიხსნება ბერლინში, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე.

“2018 წელს – სომხეთში ვიზიტის დროს, მე ერევანში ვეწვიე ცენტრ ,,თუმოს” და ძალიან შთაგონებული დავრჩი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომ შეიქმნას ისეთივე ცენტრი გერმანიაში. ის გაიხსნება ამ შემოდგომაზე ბერლინში”, – აღნიშნა კანცლერმა.

ცენტრი ,,თუმო” არის ბავშვთა და მოზარდთა საგანმანათლებლო ცენტრი, ასწავლის მათ კრეატიულ და საინფორმაციო ტექნოლოგიებს. “თუმო” არის აშშ-ში მცხოვრები მეუღლეების სემ და სილვა სიმონიანების პროექტი, რომლებიც დაიბადნენ ბეირუთში (ლიბანი). ცენტრმა თავისი სახელწოდება მიიღო ერევანის პარკ თუმოდან, რომლის გვერდით იგი აშენდა 2011 წელს.
ბერლინის ,,თუმო” გახდება მეშვიდე მთელს მსოფლიოში. ამჟამად სომხეთში და მთიან ყარაბაღში მოქმედებს ,,თუმოს” ოთხი ცენტრი – ერევანში, გიუმრში, დილიჯანსა და სტეფანაკერტში. 2018 წლის სექტემბერში ცენტრი ,,თუმო” გაიხსნა პარიზში, და იმავე წლის ნოემბერში – ბეირუთში.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close