პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი – ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში

,,პირველი არხის“ ინფორმაციით,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ განცხადება მარგველაშვილმა „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზი გადაკვეთა. არ არის დემოკრატია – არ არის ეროვნული ერთობა, არ არის ევროპული გზა. ამას ვერ ვუყურებ. ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევნის მისიას ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, – წერს მარგველაშვილი.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close