კულტურამთავარი

ცნობილია, ,,ევროვიზია 2020-ზე“ ვინ წარმოადგენს სომხეთს

მომღერალმა უკვე პირობა დადო, რომ კარგ შოუს წარმოადგენს ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე.
ერევანი Sputnik. წლევანდელ ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე სომხეთს წარმოადგენს მომღერალი ათენა მანუკიანი.
ცოტა ხნის წინ მან გაიმარჯვა ,,ევროვიზიისკენ“ პროექტის ფინალურ ეტაპზე. გამარჯვებული შეირჩა საერთაშორისო პროფესიონალი ჟიურის (ხმების 33.3%), საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟიურის (ხმების 33.3%) და მაყურებლების (ხმების 33.3%) მიერ.
ათენა მანუკიანი უკვე შეპირდა, რომ კონკურსში გამოვა კარგი შოუ პროგრამით.
მისი სიმღერის “Chains On You” მთავარი მესიჯი არის ის, რომ ყველას აქვს ბრჭყვიალა ბრილიანტი თავის თავში და ხშირად ცდილობენ ამ ბრილიანტის წართმევას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ბრილიანტი მხოლოდ მაშინ ასხივებს, როდესაც მას ჩვენ ვატარებთ.
ევროვიზია 2020 გაიმართება 12-14 მაისს ნიდერლანდების სამეფოში. ჰოლანდიამ კონკურენციის უფლება მოიპოვა ტელ ავივში 2019 წლის კონკურსზე გამარჯვების შემდეგ, მისი წარმომადგენლის დუნგან ლოურენსის Arcade სიმღერით.
ათენას გამოსვლა 14 მაისს გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button