
კონდიტერთა საერთაშორისო კონკურსზე «Intergastra» , რომელიც ტარდება გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, 15-19 თებერვალს სომეხ კონდიტერებს ექვსი მედალი მიენიჭათ. კონდიტერების ისკუი ჰამბარძუმიანის, მარინე ხალათიანის, კარინე ჰარუთიუნიანის, სედა მაზმანიანის, მელანია სიმონიანის ნამუშევრები ერთ პავილიონში იყო წარმოდგენილი, სულ წარმოდგენილი იყო 7 ნამუშევარი. როგორც გერმანიიდან “არმენპრესის” – კორესპოდენტს აცნობა ისკუი ჰამბარძუმიანმა, უკვე დაიმსახურეს 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი.


”ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან საინტერესო ნამუშევარი შაქრის ყვავილებით. ჩვენმა ნამუშევრებმა თავიდანვე ყურადღება მიიქციეს და მაღალი რეიტინგი დაიმსახურეს, რაც ძალიან გვიხარია. ჩვენს ნამუშევრებზე დადებითი აზრის ნაკლებობა არ იგრძნობა”- თქვა ისკუი ჰამბარძუმიანმა.

კონკურსი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და 19 თებერვლამდე გასტანს.
საერთაშორისო კონკურსს «Intergastra» ესწრებიან სასტუმრო, სარესტორანო და საკონდიტირო კომპანიები და სპეციალისტები. ეს კარგი პლატფორმაა ახალი კავშირების დასამყარებლად და პარტნიორების მოსაძებნად.