,,პირველი არხის“ ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან, ჭიჭინაძის მხრიდან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის კვლავ დაპირისპირებაა.
სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს სთხოვენ, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ და ტროტუარებზე გადავიდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით კი, ისინი ხელს არ უშლიან ადამიანებს, ვისაც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლა სურთ.
პარლამენტთან სხვადასხვა მოძრაობისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.
პარლამენტი ირაკლი შოთაძის კანდიდატურას სავარაუდოდ, სწორედ დღევანდელ სხდომაზე უყრის კენჭს.
აქციის მონაწილეების თქმით, „ქართულ ოცნებას“ კენჭისყრის მშვიდ ვითარებაში ჩატარების საშუალებას არ მისცემენ და ქუჩიდან მიაწვდიან ხმას.