პოლიტიკა

საჩუქარი იუბილარს

ოპოზიციურმა მოძრაობამ ,,გაბედე” იუბილარ ოლიგარქს, მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს საჩუქრად ლამაზად შეფუთული ,,სინდისი” აჩუქა.

სამოქალაქო აქტივისტებმა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღის საჩუქრად “სინდისი” მიუტანეს. აქტივისტების თქმით, ეს არის ის, რისი ყიდვაც ბიძინა ივანიშვილმა ამ დრომდე ვერ მოახერხა.

“დღეს, ფაქტიურად, პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი გაუკეთა და აჩუქა გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე. ამ ყუთში დევს ის, რაც ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია… ბიძინა ივანიშვილის არ გააჩნია სინდისი და არ გააჩნდა არასდროს. სინდისი არ გააჩნია მას შემდეგ, რაც ჩააგდო პროპორციული არჩევნების სისტემა, როცა ჯალათი გახარია პრემიერად გვევლინება”, — თქვა ბექა ნათელაშვილმა.

“სინდისი” აქტივისტებმა სასაჩუქრე ყუთში შეფუთული მიიტანეს. აქტივისტებს “საჩუქრის” შეტანა ივანიშვილის ბიზნესცენტრის ტერიტორიაზე სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეებმა “საჩუქარი” ბიზნეს ცენტრის შესასვლელთან დატოვეს.

ნახეთ მეტი
Back to top button