სპორტი

სომხეთში გაიმართება გუნდაობის ჩემპიონთა ლიგა

22-23 თებერვალს, დილის 11:00 საათზე, ქალაქ აპარანის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაიმართება ჩემპიონთა ლიგა გუნდაობაში.  ამის შესახებ იტყობინება სომხეთის სნოუბორდის ფედერაციის პრესსამსახური.

ღონისძიებას შეუერთდება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ გუნდები რვა ქვეყნიდან (მათ შორის ფინეთი, რუსეთი და ა.შ.).

”თოვლის გუნდაობის ჩემპიონთა ლიგა ორგანიზებულია სომხეთის სნოუბორდის ფედერაციის მიერ, ფინეთისა და რუსეთის სნოუბორდის ფედერაციებთან თანამშრომლობით. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ეროვნული ასამბლეის წევრები, მომღერლები და ბიზნესის სხვა წარმომადგენლები ”- ნათქვამია განცხადებაში.

გუნდაობა თოვლში ეს არის სპორტის სახეობა,რომლის დროსაც  თამაშობენ სპეციალური მოწყობილობით დამზადებული თოვლის გუნდებით. ამ ტამაშს საფუძველი იაპონიაში  ჩაეყარა, ხოლო  სომხეთში პირველი თამაში ჩატარდა 2019 წლის თებერვალში. ფედერაციამ 2019 წლის აპრილში მონაწილეობა მიიღო ფინეთში ჩატარებულ ევროპის ზამთრის 24- ე პირველობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button