,,არმჰაიტექ 2020“ შეიარაღების და თავდაცვის ტექნოლოგიების გამოფენა

26-28 მარტს, სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ სომხეთში მესამედ გაიმართება შეიარაღებისა და თავდაცვის ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ,,არმჰაიტექ 2020“.
ღონისძიების განმავლობაში გაიმართება ბიზნეს ფორუმი, პრეზენტაციები, ასევე საქმიანი შეხვედრები.
გამოფენაზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, მაღალი თანამდებობის პირი და დარგის მოწინავე წარმომადგენლები 20-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებიც აწარმოებენ სამხედრო-სამრეწველო და თავდაცვის ტექნოლოგიებს. ეს ქმნის პლატფორმას ახალი პარტნიორობისთვის, გამოცდილების გაცვლისთვის, პროდუქციის წარმოდგენისა და ახალი ბაზრების გახსნისთვის.
გამოფენის პრიორიტეტული მიმართულებებია მართვის სისტემები, კავშირისა და საკომუნიკაციო საშუალებები, ჯარების ავტომატური მართვის სისტემები, უპილოტო და მფრინავი სისტემები, ლაზერული ტექნოლოგიები და სხვა თანამედროვე თემები.